00:36 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-24 11:53:00, 376 ნახვა

საზოგადოება
თსუ-ს მაღლივ კორპუსთან დამაკავშირებელი საბაგირო 20 აპრილიდან ჩაირთვება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან დამაკავშირებელი საბაგირო, რომელსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მსურველებს 20 აპრილიდან მოემსახურება.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ბაგების მიმდებარე ტერიტორიაზე, მაღლივ კორპუსთან დამაკავშირებელ საბაგიროს, რომელიც რამდენიმე ათეული წელია არსებობს, რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სამუშაოები  ეკონომიკის სამინისტრომ განახორციელა. ეს არის 320 მეტრი სიგრძის საბაგირო გზა და იგი ახლა გადმოეცემა თბილისის მერიას. პარალელურად, მიმდინარეობს ტექნიკური შემოწმება, უსაფრთხოების სისტემების გამართვა, სარევიზიო სამუშაოები. ამ სამუშაოების დასრულების შემდგომ, 20 აპრილიდან საბაგირო ამუშავდება და მსურველებს მოემსახურება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა თბილისში საბაგიროების დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა.

„ზოგადად, ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულებაა, რომ გვაქვს კონკრეტული არეალები ქალაქში, სადაც კვლევის შედეგად გამოიყო ადგილები, სადაც შესაძლებელია საბაგიროს პროექტების განხორციელება. ორ მათგანზე უკვე კონკრეტულად ვმუშაობთ და დეტალურ ანალიზს ვაკეტებთ, პროექტირება ხდება. მომდევნო თვეების განმავლობაში, როდესაც პროექტი დამზადდება, დავიწყებთ სამუშაოების განხორციელებას“, - აღნიშნა თბილისის მერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics