|
2021-03-24 11:03:37, 1229 ნახვა
სამხედრო
დეპუტატები JTEC-ში და საერთო საჯარისო ცენტრში იმყოფებოდნენ
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და ნდობის ჯგუფის წევრებმა კრწანისში ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი(JTEC) და საერთო საჯარისო ცენტრები მოინახულეს. პარლამენტარებს თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, მისმა მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ უმასპინძლეს. საკანონმდებლო ორგანოს წევრები JTEC-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სამეთაურო-საშტაბო წვრთნების ცენტრის, ახალი ნაგებობის მშენებლობის პროცესს დააკვირდნენ და ახლადდასრულებული სასადილოს შენობა დაათვალიერეს, ასევე გაეცნენ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა MILES - ის აღჭურვილობა ენახათ და VBS-3-ის და JCATS-ის შესაძლებლობებს გაცნობოდნენ. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა საინფორმაციო ბრიფინგზე დეპუტატებს JTEC-ის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. პარლამენტის წევრებმა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად სასადილოში „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს. დღესვე საკანონმდებლო ორგანოს წევრები საერთო საჯარისო ცენტრშიც იმყოფებოდნენ, ბაზაზე დასრულებული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული ზონები დაათვალიერეს, რომელიც ღია და დახურულ სავარჯიშო დარბაზებსა და მოედნებს მოიცავს. სტუმრები ადგილზე სასწავლო პროცესსაც დააკვირდნენ და საჰაერო, ჯავშანსატანკო და ტანკსაწინააღმდეგო ჯაველინის სიმულატორებს გაეცნენ. ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და ნდობის ჯგუფის წევრები თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) და ვაზიანში სამხედრო ბაზებზე იმყოფებოდნენ.
ანგელა მერკელმა აღიარა, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის წლებში თავდაცვის ხარჯები არასაკმარისი იყო
სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ხმა მისცა
შინაგან საქმეთა სამინისტრო: გორში მომხდარ ცემაში მონაწილე პოლიციელები საქართველოდან არ წასულან.
გავრილოვის ღამის წლისთავთან დაკავშირებით, თბილისში საპროტესტო მსვლელობა გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)