|
2021-03-24 02:22:38, 537 ნახვა
კომენტარი
ჯუანშერ ბურჭულაძე - ჩვენ რომ მივაღწიეთ იმ უპრეცედენტო ხარისხს, რაც გვაქვს დღეს, ჯარის კვებაში ასეთი არასდროს ყოფილა
„ჩაქაფულს ჭამს ჯარისკაცი აღდგომაზეო და ეს ნეგატივში ჩაგვითვალეს“ - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ში სტუმრობისას განაცხადა. მან ოპონენტების მხრიდან უსამართლო კრიტიკაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯარისკაცების კვებაზე ბრალდებები უსაფუძვლო და აბსურდულია. „ეს, ქვეყანა არ უნდა გადავაყოლოთ პირად ინტერესებს. რაც შეეხება კვებას - ჩაქაფულს ჭამს ჯარისკაცი აღდგომაზეო და ესეც ნეგატივში ჩაგვითვალეს. სხვა ტენდერებს რაც შეეხება კვებაზე, ეთერში რაც ვიხილეთ, ეს იყო შეწყვიტეს კომპანიებთან ხელშეკრულებები და დააჯარიმესო. ჩვენ რომ მივაღწიეთ იმ უპრეცედენტო ხარისხს, რაც გვაქვს დღეს ჯარის კვებაში ასეთი არასდროს არ ყოფილა,“ - განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ტენდერებს ატარებს შესყიდვების სააგენტო, რომელიც არის დამოუკიდებელი და ბრალდებები იმის შესახებ, რომ თავდაცვის უწყებამ მკაცრი ხელი გამოიჩინა და კომპანიები დააჯარიმა, ლოგიკას აცდენილია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)