|
2021-03-23 17:57:19, 871 ნახვა
კომენტარი
გია ვოლსკი - ირაკლი კობახიძე მაგიდასთან არ უნდა იყოს, ყველანი უნდა წავიდეთ სახლებში და მოვიდეს სააკაშვილი ხელისუფლებაში
„ირაკლი კობახიძე მაგიდასთან არ უნდა იყოს, ჩვენ ყველანი უნდა წავიდეთ სახლებში და უნდა მოვიდეს სააკაშვილი ხელისუფლებაში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძე კონსტრუქციულ წინადადებებს აყენებს და ეს არ არის მისი ერთი, კონკრეტული პიროვნების პოზიცია. „ირაკლი კობახიძე მაგიდასთან არ უნდა იყოს, ჩვენ ყველანი უნდა წავიდეთ სახლებში და უნდა მოვიდეს სააკაშვილი ხელისუფლებაში - ეს არის ძირითადად ის ფორმულა, რომელსაც ჩვენი ოპონენტები გვთავაზობენ. ირაკლი ხისტია, თუ უფრო რბილი, ყოველ შემთხვევაში, საქმეზე ლაპარაკობს და კონსტრუქციულ წინადადებებს აყენებს და ეს არ არის მისი ერთი, კონკრეტული პიროვნების პოზიცია, ეს არის გუნდის პოზიცია. ამასთან დაკავშირებით შეაფასეთ შინაარსი და არა კონკრეტული ადამიანის მიმართ შეფასება, რომელიც გააჩნია ესოდენ დიპლომატიურ აკო მინაშვილს გააჩნია. თურმე, აკო მინაშვილი წესიერია, დიპლომატიურია და ირაკლი ყოფილა ხისტი. საკითხებს ჩახედეთ, ვინ რა საკითხს აყენებს, ვინ რას ამბობს და საზოგადოებისთვის რომელი პოზიციაა მისაღები“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)