09:39 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-23 16:48:38, 471 ნახვა

რეგიონი
აჭარაში ზღვიდან 2 000 მეტრზე ტურისტული თავშესაფარი მოეწყობა

ქობულეთი-შუახევის დამაკავშირებელ, სალაშქრო-სათავგადასავლო ტურისტულ მარშრუტზე ტურისტული თავშესაფარი მოეწყობა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო 15 კაცზე გათვლილი თავშესაფრის მოწყობას ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, ჯვარიმინდორის იაილებზე გეგმავს. შედეგად, აჭარაში ყველაზე გრძელი (88 კმ) საფეხმავლო მარშრუტის დალაშქვრის მსურველებს ღამისთევისა და დასვენების საშუალება ეკოსტანდარტებით მოწყობილ თავშესაფარში ზაფხულის ბოლოდან შეეძლებათ.

ელექტროენერგიითა და წყლით უზრუნველყოფილ ტურისტულ თავშესაფარში მოსასვენებელი და სამზარეულო სივრცე, სველი წერტილი იქნება გათვალისწინებული. კლიმატური პირობებისა და რელიეფის გათვალისწინებით დაპროექტებულ შენობაში ხის მაგიდები, ხის სკამები, კედელზე მიმაგრებული კარადები და ხის ორსართულიანი საწოლების განთავსება იგეგმება. 

 

ახალ ტურისტულ ბილიკზე, სადაც ტურისტული თავშესაფარი მოეწყობა, მოგზაურებს საშუალება ექნებათ ულამაზესი კინტრიშის ეროვნული პარკი, XII საუკუნეში აგებული ვარჯანაულისა და ცხემვანას თაღოვანი ხიდები, ხინოწმინდის მონასტერი, ტბიყელის ტბა, ჯვარიმინდორი და ხაბელაშვილების ხის თაღოვანი ხიდი მოინახულონ. ბილიკი გამორჩეული და მრავალფეროვანია. მისი 50% კოლხური ტყით დაფარული ტერიტორია, დანარჩენი კი ალპური ზონაა, სადაც მოგზაურებს ათასწლოვანი უთხოვარის ეგზემპლარი ხეები, ჩანჩქერები და ველური ტბები ხვდება.  ცნობისთვის, ქობულეთი-შუახევის დამაკავშირებელი, 2-3 დღიანი ტურისტული ბილიკის მარკირება ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ გასულ წელს განახორციელა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
CNN: აშშ-მ ირანთან ომისთვის „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო კომპლექსების მარაგის 50% გამოიყენა
უკრაინის მიერ ნავთობის წარმოების დაზიანების ან განადგურების შემდგომ, რუსეთი ბენზინის წარმოების სახელმწიფო დაგეგმვის სისტემას აღადგენს
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics