00:37 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-23 16:21:37, 988 ნახვა

საზოგადოება
დღეიდან გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად რეგისტრაცია უკვე ვიდეოზარით არის შესაძლებელი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს სიახლეს  სთავაზობს.  უწყებაში უკვე დანერგილ 400-მდე ელექტრონულ მომსახურებას, ამჯერად საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის სერვისი დაემატა.

აღნიშნული სიახლე საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში, შეტანილი ცვლილების შედეგად განხორციელდა.

შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ ვიდეოზარით აქტივაციის მიზნით, უწყების მიერ,  ოფიციალურ ვებგვერდზე -  https://videocall.rs.ge/

გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად  რეგისტრაციასთან ერთად მოხდება აღნიშნული  პირისთვის ელექტრონული სერვისების გვერდის - eservices.rs.ge აქტივაციაც.

აქვე შეგახსენებთ, რომ  ვიდეოზარის მეშვეობით, ასევე შესაძლებელია შემდეგი მომსახურებით  სარგებლობა:

•    ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის აქტივაცია;

•    მომხმარებლის პაროლის აღდგენა;

•    ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მითითებული ტელეფონის ნომრის ცვლილება.

გთავაზობთ, იხილოთ  ბმულები:

https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=249

https://eservices.rs.ge/Docs/RegistrationHelp.pdf?v1

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოგმართავთ თხოვნით, საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, მაქსიმალურად გამოიყენოთ ელექტრონული სერვისები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics