|
2021-03-23 14:38:15, 415 ნახვა
პოლიტიკა
გურამ გურამიშვილი „წითელი ჯვრის საზოგადოებასა“ და „საქართველოს ფოსტას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერას დაესწრო
„წითელი ჯვრის საზოგადოებასა" და „საქართველოს ფოსტას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ღონისძიებას, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი დაესწრო. მემორანდუმს ხელი მოაწერეს „საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ და „საქართველოს წითელი ჯვრის" პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ. მემორანდუმის მიზანია, ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება საქართველოს "წითელ ჯვარსა" და "საქართველოს ფოსტას" შორის და ერთობლივი საქმიანობების განხორციელება სოციალური და საქველმოქმედო მიმართულებით. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი პირველი კამპანია არის #შენიმარკა, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, "საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების" და შპს "საქართველოს ფოსტის" მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნა. მარკაზე გამოსახულია საქართველოს ეროვნული გმირი და "საქართველოს წითელი ჯვრის" მოწყალების და მარო მაყაშვილი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს სიმბოლოდ იქცა. მარო მაყაშვილის გამოსახულებით გაყიდული მარკიდან მიღებული ერთი ლარი ჩაირიცხება წითელი ჯვრის შემოწირულობის ფონდში. ასევე, „საქართველოს ფოსტა", როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელი ორგანიზაცია, „წითელი ჯვრის საზოგადოებასა" საჩუქრად გადასცემს 500 ერთეულ მარკას, შესაბამისად რეალიზაციიდან მიღებული თანხა, სრულად მოხმარდება საქველმოქმედო აქტივობებს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ ეტაპზე მიმდინარეობს მარო მაყაშვილის დღიურის თარგმნა, რომელიც მარკასთან ერთად გაიგზავნება და გამოიფინება შვეიცარიაში, კერძოდ კი ქალაქ ჟენევაში მდებარე „წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მუზეუმში" და შინაარსით იქნება მუზეუმში განთავსებული პირველი ქართული ექსპონატი.
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ხოშტარია - არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც რომელიმე „ქოცი“, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული მსხვერპლის როლში დამინახავს
„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში მომხდარი ჩხუბის გამოძიებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)