2021-03-23 12:07:12, 648 ნახვა
პოლიტიკა
NDI-ის კვლევა - გამოკითხული მოსახლეობის 38% პარლამენტის საქმიანობას საშუალოდ, 36% კი, ცუდად აფასებს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, კითხვაზე „როგორ შეაფასებდით პარლამენტის საქმიანობას“, გამოკითხულთა 14% აცხადებს, რომ კარგად.
ამასთანავე, ამავე კითხვაზე, გამოკითხულთა 38% პარლამენტის საქმიანობას საშუალოდ, 36% კი, ცუდად აფასებს.
ცნობისთვის, აღნიშნული კვლევა 2021 წლის 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით, 2 024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობით შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან