2021-03-23 11:50:13, 438 ნახვა
პოლიტიკა
NDI - ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება - 25%, არასწორი მიმართულებით - 44%
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, კითხვაზე როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო, გამოკითხულთა 44% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
ამავე კითხვაზე 25% პასუხობს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო გამოკითხულთა 22%-ის აზრით, ქვეყანა საერთოდ არ იცვლება.
ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარებულია 2021 წლის 17-24 თებერვალს. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.4%-ია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,