19:19 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-22 22:38:43, 900 ნახვა

კომენტარი
ხატია დეკანოიძე გიორგი გახარიაზე - თუ მას ენდომება, რომ ოპოზიციაში ადგილი მოიპოვოს ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი

„თუ მას ენდომება, რომ ოპოზიციაში ადგილი მოიპოვოს ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გიორგი გახარია ბევრი ადამიანისთვის განსხვავებულ კონტექსტში განიხილება.

„არ არსებობს არც ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც ამ ადამიანმა მოიყვანა. კონკრეტულად - „გახარია ივანიშვილის პროექტია“, „გახარია ცალკე პროექტია“, „გახარია დამოუკიდებელი პროექტია“ - ერთადერთი ეს ადამიანი არის რუსეთთან ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული კაცი, რომელმაც მთელი ცხოვრება გაატარა რუსეთში.

იმ შემთხვევაში, თუ მას ენდომება რომ რაღაცნაირად „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში მოიპოვოს ადგილი, ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი.

მაგალითად: რა მოხდა 20 ივნისს, ვინ გასცა უშუალოდ ბრძანება, თუ თვითონ გასცა როგორ გასცა, ვინ იყო უშუალოდ შემსრულებლები, რატომ არ დაისაჯნენ ისინი, ვის დავალებას ასრულებდა თვითონ, ვინ მოკლა ია კერზაია, ვინ მოიტაცა აფგან მუხთარლი - ძალიან ბევრი კითხვაა.

ბევრი ადამიანისთვის ის ამ კონტექსტში განიხილება“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics