16:19 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-22 15:51:17, 545 ნახვა

პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი - გახარიას ოპოზიციაში წასვლის შემდეგ, ქართული პოლიტიკური ცხოვრება უფრო საინტერესო გახდება

თუ გახარიას კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერად ვიხილავთ, ქართული პოლიტიკური ცხოვრება უფრო საინტერესო გახდება, - ასე ეხმაურება პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებას.

მისივე ინფორმაციით, გახარია პარტიის შექმნის თაობაზე გარკვეულ კონსულტაციებს აწარმოებს.

„რამდენადაც ვიცი, გახარია ფიქრობს პარტიის შექმნას. ის გარკვეულ კონსულტაციებსაც აწარმოებს. უფრო საინტერესო გახდება ქართული პოლიტიკური ცხოვრება გახარიას ოპოზიციაში წასვლის შემდეგ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია თანამდებობის დატოვების შემდეგ მედიასთან პირველად გამოჩნდა. მისი თქმით, ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics