|
2021-03-20 13:05:08, 666 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი მიმართავს მთავრობას, ნოვრუზის დღესასწაულის აღნიშვნის მიზნით, 21 მარტს, გადაადგილების შეზღუდვა დროებით მოიხსნას
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიმართავს მთავრობას, რომ 21 მარტს, ნოვრუზის დღესასწაულის აღნიშვნის მიზნით, დროებით მოხსნას გადაადგილების შეზღუდვა. როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველი და მასთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო იმედს გამოთქვამენ, რომ მთავრობა მოქალაქეთა ნაწილის თხოვნას დააკმაყოფილებს. „საქართველოს სახალხო დამცველი, მასთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსთან ერთად, მიმართავს საქართველოს მთავრობას ნოვრუზის დღესასწაულის აღნიშვნის მიზნით, 21 მარტს დროებით მოხსნას გადაადგილების შეზღუდვა, რაც შესაძლებლობას მისცემს ჩვენ მოქალაქეებს შეუფერხებლად და ღირსეულად აღნიშნონ ნოვრუზის დღესასწაული. ამავე თხოვნით, საქართველოს მთავრობას 18 მარტს ოფიციალური წერილით აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებმა და აქტივისტებმაც მიმართეს. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ განცხადება ჯერ რელიგიის საქმეთა სააგენტოს გადასცა განსახილველად, ბოლოს კი უარი თქვა მის დაკმაყოფილებაზე. აღსანიშნავია, რომ ნოვრუზ-ბაირამი სათავეს ძველ სამყაროში იღებს და გაზაფხულის ბუნიობას ემთხვევა. საქართველოში ნოვრუზის აღნიშვნა მრავალ საუკუნეს ითვლის (იგი ვეფხისტყაოსანშიც არის ნახსენები), ხოლო 2010 წლიდან ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა. ნოვრუზი მაშტაბურად აღინიშნება ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში; თუმცა, კოვიდ-19 პანდემიის მიზეზით დაწესებული შეზღუდვების გამო 2020 წელს დღესასწაული სრულფასოვნად ვერ ჩატარდა და მის აღნიშვნას საფრთხე 2021 წელსაც ექმნება. სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო ეთანხმება დაწესებულ შეზღუდვებს, რომლებიც მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვით არის განპირობებული და აღაირებს, მის მიზანს - ადამიანების ვირუსის გავრცელებისგან დაცვას. მაგრამ ამავე დროს, მხედველობაშია მისაღები, რომ მოქალაქეთა დიდი ნაწილისთვის ნოვრუზის დღესასწაულის ტრადიციული ფორმით აღნიშვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. საყურადღებოა, რომ საქართველოში უკვე გვაქვს საყოველთაო დღესასწაულის აღნიშვნის მიზნით შეზღუდვების დროებით მოხსნის პრაქტიკა (შობის დღესასწაული 2021 წლის 7 იანვარს), რასაც ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულება არ მოჰყოლია. ასევე, დაგეგმილია გარკვეული შეღავათები 28 მარტის საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით. სახალხო დამცველი და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს მთავრობა გაითვალისწინებს და დააკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქეთა ნაწილის თხოვნას, რათა ეთნიკური უმცირესობებს გაუმტკიცდეთ განცდა, რომ სახელმწიფო აღიარებს საქართველოს მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობას, მათი ეროვნული და რელიგიური თავისუფლებების რეალიზაციის თვალსაზრისით“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)