16:19 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-20 12:14:00, 2057 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის და უწყვეტ პროტესტს აანონსებს

ოპოზიცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის და უწყვეტ პროტესტს აანონსებს, - სამოქმედო გეგმა რუსთაველზე, პარლამენტთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა გააჟღერა.

როგორც ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია ჩავა ყველა ქალაქში, სოფელში და დაარწმუნებს მოქალაქეებს, რომ  ბრძოლას აქვს აზრი.

მისივე თქმით, საბოლოო, ყველაზე მასშტაბური აქცია, 15 მაისს გაიმართება.

„ჩვენ პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც "ქართული ოცნების" მიერ დათვლილი შედეგებითაც კი, საქართველოს უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, ვაცხადებთ, რომ ჩვენს უკან საქართველოა, ქვეყნის ევროპული მომავალი, რომლისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი თანამოქალაეები საუკუნეების განმავლობაში, ჩვენს უკანაა სახელმწიფოს იდეა, რომელიც დაფუძვნებულია თანასწორობაზე და რომლის მხედვითაც წარსულს უნდა ჩავაბაროთ ხელისუფლების მიტაცება არჩევნების გზით.

ამ წუთიდან, ოპოზიცია გადადის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე, რაც ითვალისწინებს, რომ ჩვენ ჩავალთ ყველა ქალაქში, სოფელში, შევალთ ყველა ოჯახში და დავარწმუნებთ ჩვენს მოსახლეობას, რომ ამ ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი, რადგან ჩვენს უკან არისი სიმართლე. ამ პერიოდში განმავლობაში გაიმართება არაერთი აქცია, როგორც თბილისში, ისევე რეგიონებში, თუმცა ბოლო, 15 მაისს შევიკრიბებით აქ. პროტესტის უწყვეტ რეჟიმზე, რომელიც საბოლოოდ მიგვიყვანს იმ გამარჯვებამდე, რომელიც ქვეყანას მოუტანს სასიკეთო ცვლილებებს“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics