2021-03-20 11:26:44, 462 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მასშტაბით, სრულ დისტანციურ სწავლებაზე 14 სკოლა და 64 ცალკეული კლასია
საქართველოს მასშტაბით, სრულ დისტანციურ სწავლებაზე 14 სკოლა და 64 ცალკეული კლასია, - აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, 15-დან 20 მარტის ჩათვლით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,1%-ს და მოსწავლეთა ასევე 0.01%-ს დაუდასტურდა.
„ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება და, როგორ წესი, ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის გათვალისწინებით იმოქმედებენ“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან