|
2021-03-19 22:54:28, 639 ნახვა
კომენტარი
ევროპარლამენტარი მიხეილ სააკაშვილზე - თუ მას აქვს საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის ინტერესი, მაშინ ის უნდა იყოს კონსტრუქციული
„თუ მას აქვს საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის ინტერესი, მაშინ ის უნდა იყოს კონსტრუქციული“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი გონიერი პოლიტიკოსია. „მე მიშას რამდენიმე წლის წინ შევხვდი და მეგონა, რომ ის გონიერი პოლიტიკოსია. მან იცის, რომ ის გახიზნულია, მას რეალურად არ შეუძლია, სიტყვა თქვას. მეორე მხრივ, თუ მას აქვს საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის ინტერესი, მაშინ ის უნდა იყოს კონსტრუქციული. მაგრამ მისი კომენტარებითა და განგრძობადი ჩარევით, ის არ ეხმარება საქართველოს. სწორედ ამიტომ ვარ დამწუხრებული. პირადად მე, მიშას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მე ვისურვებდი, რომ ის ჩუმად ყოფილიყო ან კონსტრუქციული პოზიცია დაეჭირა და არ ჩარეულიყო. ეს არის ერთადერთი გზავნილი“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)