11:27 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-19 15:21:15, 756 ნახვა

რეგიონი
წელს აჭარაში 2100 ჰა ფართობი სასოფლო-სამეურნეო მიწა უსასყიდლოდ დამუშავდება

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ,  სამუშაო შეხვედრა გამართა აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს და აგროსერვისცენტრის ხელმძღვანელ პირებთან.

შეხვედრაზე ისაუბრეს გასულ წელს განხორციელებულ და 2021 წელს დაგეგმილი პროგრამების შესახებ.

გრძელდება სოფლის მეურნეობაში ჩართული ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო სახნავ-სათესი ფართობების უსასყიდლოდ დახვნა. პროგრამა აპრილის თვიდან დაიწყება და 2100 ჰა ფართობი დამუშავდება. აღსანიშნავია, რომ პირველად, კოვიდ პანდემიის გავრცელების საწყის ეტაპზე, განხორციელდა უსასყიდლოდ მიწის დამუშავების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ათწლეულების განმავლობაში დაუმუშავებელი მიწების დახვნა განხორციელდა.

„სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის" საგრანტო პროგრამის  ფარგლებში, დაფინანსდება 15 პროექტი, როგორც პირველადი წარმოების, ასევე გადამუშავება - შენახვა - რეალიზაციის მიმართულებით. 2020 წელს, ამავე პროექტით დაფინანსდა 18 პროექტი და დასაქმდა 100 მდე ადამიანი.

ასევე, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ტყის მდგრადი მართვის ღონისძიებებზე. ტყეების მდგრადი მართვის მიზნით გატარდება ზომები ტყის სანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ალბი კორძაიას პოსტის საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო
ზუგდიდში ჯიჭონაიების შვიდ სულიან ოჯახს ასახლებენ, ადგილზე ხმაურია - ვიდეო
„გააცოცხლე“ - თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ 20 000 რეისი გააუქმა ავიასაწვავის ფასების ზრდის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics