2021-03-19 12:49:36, 456 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციური პარტიები დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიკრიბებიან და სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებენ
ოპოზიციური პარტიები დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიკრიბებიან და სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებენ.
როგორც „ექსპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურში განუცხადეს, შეხვედრა 16:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის 9-საათიანი შეხვედრა ძირითად საკითხებზე შეთანხმების გარეშე დასრულდა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან