2021-03-18 15:09:27, 683 ნახვა
საზოგადოება
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, ჯამში, 3 054 სამედიცინო მუშაკი აიცრა
დღევანდელი დილის მონაცემებით, საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 3 054 სამედიცინო მუშაკია აცრილი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში სხვადასხვა სახის ვაქცინების შემოტანა იგეგმება.
„დღევანდელი დილის მონაცემებით, აცრილია 3054 მედიცინის მუშაკი. ჯერჯერობით არ არის ძალიან მაღალი აქტივობა, მაგრამ სხვა მხრივ, თანდათან „იქოქება“ ეს მდგომარეობა. ვფიქრობთ, რომ ვაქცინაცია თანადათან გაიზრდება. მითუმეტეს იგეგმება სხვადასხვა ვაქცინების შემოტანა კიდევ ქვეყანაში. 22-ის კვირაში „ფაიზერის“ გარკვეული ლიმიტირებული დოზები - 29 000 და ასევე, საუბარია ინდოეთში მოლაპარაკებების გარკვეულად დასრულებაზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,