03:02 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-18 14:37:56, 376 ნახვა

საზოგადოება
ნათია თურნავა: ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში შევძლებთ, საქართველოში ნაწარმოები აკვაკულტურა ევროპულ ბაზრებს მივაწოდოთ

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ნაწარმოები სულ უფრო მეტი სასაქონლო ჯგუფია წარმოდგენილი ევროპულ ბაზრებზე, ევროპელ მეგობრებთან განვიხილავთ არსებული ვაჭრობის უფრო მეტი გაფართოებას და გვსურს, ახალი ჯგუფები გამოიკვეთოს და ერთობლივად შევუწყოთ ხელი მათ გატანას ევროპის ბაზარზე,  - მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი პროდუქტი არის აკვაკულტურა, რომელიც საქართველოში იწარმოება და იმედი გვაქვს, უახლოეს პერიოდში შევძლებთ მივაღწიოთ მის წარმოდგენას ევროპულ ბაზრებზე", - ამის შესახებ ნათია თურნავამ ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე განხილული  საკითხების შეფასებისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ევროპელ კოლეგებს ასევე  გააცნო ის პრობლემები, რომლებიც საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესს აქვს ხარისხის შესატყვისობის რეგულაციების დანერგვაში, მათ შორის ლაბორატორიულ ტესტებთან დაკავშირებით.

„ჯერჯერობით ჩვენი ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა არ არის იმ დონეზე, რომ აქ პროდუქტის ხარისხის ყველა აუცილებელი ტესტი იყოს გაკეთებული, შესაბამისად,    ევროკავშირს ვთხოვეთ დახმარება, რომ ჩვენთან, ადგილზე გაიმართოს ლაბორატორიები და მცირე ბიზნესს არ უწევდეს სინჯების გაგზავნა საზღვარგარეთ დამატებითი ხარჯებით", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics