19:47 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-18 11:17:28, 606 ნახვა

სამართალი
ფარული აუდიოჩანაწერების საქმეზე, ნოდარ მელაძის მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ფარული აუდიოჩანაწერების საქმეზე, ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახური უფროსისი, ნოდარ მელაძის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა მიმდინარეობს.

როგორც გამოკითხვის დაწყებამდე ნოდარ მელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურა არ იძიებს სიუჟეტში მოყვანილ სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს და აპელირებს აუდიოჩანაწერების მოპოვებაზე.

„პროკურატურა ამ დრომდე არ განიხილავს, არ მსჯელობს, არ იძიებს სიუჟეტში გამოძიებაში მოყვანილი სავარაუდო დანაშაულის ნიშნებზე და აპელირებს იმას, რომ ჯერ უნდა დაადგინოს რა ფორმით ჩაიწერა აუდიოჩანაწერი. აქედან გამომდინარე, იკვეთება რომ მათ არ გააჩნიათ განზრახვა, რადგან ძალიან მარტივად შეეძლოთ გამოეკითხათ ამ ჩანაწერში მყოფი პირები, მითუმეტეს როდესაც ბერა ივანიშვილმა აღიარა, რაც მინიმუმ უნდა გამხდარიყო გამოკითხვის საფუძველი“, - განაცხადა ნოდარ მელაძემ.

მანვე დასძინა, რომ არ აპირებს პროკურატურას გადასცეს ისეთი მასალები, რომელიც დაეხმარება წყაროს იდენტიფიცირებაში.

„არ ვაპირებთ რაიმე ფორმით ვუპასუხოთ ისეთ შეკითხვას, რომელიც ჩვენი ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში მოპოვებულ ინფორმაციას ეხება ან დავასახელოთ წყარო, ან გადავცეთ ისეთი მასალები მათ, რომელიც დაეხმარება წყაროს იდენტიფიცირებაში“, - დასძინა ნოდარ მელაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics