|
2021-03-18 11:07:12, 487 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის არავითარი საფუძველი არ არსებობს
მოვისმინეთ შეფასებები, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიან გარემოში, ამიტომ, არ არსებობს ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის საფუძველი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა პრემიერმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება მზადაა გააგრძელოს დიალოგი ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილთან, რათა მოკლე დროში მოხდეს შეთანხმება. „ჩვენ გავმართეთ ძალიან წარმატებული ვიზიტი, გვქონდა შეხვედრები უმაღლეს დონეზე, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში. გვქონდა წარმატებული განხილვა ყველა იმ პროგრესისი, რომელსაც ერთად მივაღწიეთ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მოვისმინეთ უმაღლესი წარმომადგენლის, ვიცე-პრეზიდენტ ბორელის შეფასება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური რეალობის და სიტუაციის, ასევე მოვისმინეთ მათი შეფასებები ჩვენი არჩევნები, ჩატარდა თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ პირობებში, აქედან გამომდინარე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ არავითარი საფუძველი არ არსებობს ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისისა, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო დღეს ყველა მხარეს, რომ ჩვენ კონსტრუქციული დიალოგის პირობებში და ფარგლებში შევძლოთ გამოსავლის მოძებნა, იმისთვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას და გავაგრძელოთ ისეთ დიდ გამოწვევებზე კონცენტრირება, როგორც არის კოვიდპანდემია, ეკონომიკური მდგომარეობა, ოკუპაცია, მითუმეტეს რეგიონში გართულებული უსაფრთხოების გარემოს ფონზე. იმედი მაქვს, ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი მიიღებს გონივრული, სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს ამ დღეების განმავლობაში, ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს მზაობას, რომ გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგი და რაც შეიძლება მოკლე დროში მივიღოთ შესაბამისი შეთანხმება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)