2021-03-18 11:09:50, 344 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრმა სოსო ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სოსო ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა.
აღნიშნულის მიზეზად ყრილობაზე დაფიქსირებული ხარვეზი დასახელდა.
საჯარო რეესტრის განმარტებით, რაგბის კავშირის წესდების მიხედვით, ყრილობაზე წინა ყრილობისას (30 დეკემბერს) დამტკიცებული საკითხები უნდა განხილულიყო. თუმცა ასე არ მოხდა – განიხილეს ზოგიერთი ისეთი საკითხიც, რომელიც 30 დეკემბრის ყრილობის დღის წესრიგით გათვალისწინებული არ იყო.
პროცედურული დარღვევების გამო, რეესტრმა პრეზიდენტად ტყემალაძეს რეგისტრაციის პროცესი შეუჩერა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოწესრიგებისთვის 30 დღიანი ვადა მისცა.
ცნობისთვის, რაგბის კავშირის განმეორებითი არჩევნები მიმდინარე წლის 10 მარტს გაიმართა, სადაც ერთადერთი კანდიდატი სოსო ტყემალაძე იყო. ტყემალაძემ 42 ხმით გამარჯვება მოიპოვა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,