13:51 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-17 14:04:54, 472 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - ყველამ იცის, რომ არჩევნები სამართლიანი იყო, მხოლოდ ბოკერია და სააკაშვილი ვერ დავარწმუნეთ

უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს „ჩახურული, გადაშლილი ფურცელი და დამთავრებული ამბავია“.

როგორც მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ცივილიზებულმა სამყარომ იცის, რომ საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.

მისივე თქმით, სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში მხოლოდ გიგა ბოკერია და მიხეილ სააკაშვილი ვერ დაარწმუნეს.

„ჩახურული ფურცელია, გადაშლილი, დამთავრებული ამბავია და ყველამ იცის თანამედროვე, ცივილიზებულ სამყაროში, რომ არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იყო, ყველა ამას ლაპარაკობს, ვერ დავარწმუნეთ, მხოლოდ ბატონი გიგა ბოკერია და მიხეილ სააკაშვილი. როდესაც ოპოზიცია იმ დღეშია, რომ სადღაც რაღაც ეწერა და სადღაც რაღაც ითქვა, აი ამაზე არის ჩამოსული ბოკერიას და სააკაშვილის მესიჯბოქსი, რომელიც დილიდან გაიშალა, ეს ასე არ არის. სამართლიანია განცხადებებით, კონკურენტულია, თავისუფალია დასკვნებით. ეს ყველაფერი ერთობლიობაში მგონი გვაძლევს იმის თქმას საშუალებას, რომ ლეგიტიმურია საერთო ჯამში. ლეგიტიმურია მთელი მსოფლიოსთვის, დასავლეთისთვის, ცივილიზებული სამყაროსთვის და არალეგიტიმურია მიხეილ სააკაშვილისთვის და გიგა ბოკერიასთვის. ბოკერია რომ ცდება, სააკაშვილი რომ სცდება დასავლეთს თავის მესიჯბოქსში ეს სამწუხაროა მათთვის, მაგრამ ამ ქვეყანაში საზოგადოება ჩამოყალიბდა და შეთანხმდა, რომ არჩევნების ლეგიტიმაციასთან კითხვა არ არსებობს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
ჯანმო- ევროპაში უკიდურესი სიცხის გამო ერთ კვირაში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics