2021-03-17 13:01:33, 410 ნახვა
პოლიტიკა
კრისტიან დანიელსონი დღეს ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან მორიგ შეხვედრას გამართავს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს დღეს შეხვდება.
შეხვედრა 14:00 საათზეა ჩანიშნული.
როგორც ცნობილია, დღევანდელ შეხვედრას ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი დაესწრება, რომლებიც ამ დრომდე შეხვედრებში მონაწილეობდნენ.
ცნობისთვის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. მისი მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.
ავტორი: ექსპრესნიუსი,