04:12 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-17 12:12:01, 386 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე: სატრანსპორტო რეფორმა 2023 წლისთვის დასრულდება

სატრანსპორტო რეფორმა, რომელიც მოიცავს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებას, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას და ახალი სამარშრუტო ქსელის განვითარებას, 2023 წლისთვის იქნება დასრულებული, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ამჟამად საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტეგრირებულ სისტემას ახალი მიკროავტობუსები ემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი გადახდიდან 90 წუთის განმავლობაში უფასოდ გადაჯდომა, გარდა მეტროსა და ავტობუსისა, ახალ მიკროავტობუსებშიც იქნება შესაძლებელი. 

კახა კალაძის თქმით, ინტეგრირებულ სისტემაში ჩაერთვებიან ის მიკროავტობუსებიც, რომლებიც სექტემბერში უნდა შემოვიდეს დედაქალაქში. 

„თქვენ იცით, რომ დაწყებული გვაქვს მიკროავტობუსების განახლების პროგრამა. 300 ერთეული მიკროავტობუსი უკვე შემოსულია დედაქალაქში, რომელიც მოსახლეობას უკვე ემსახურება, შესაბამისად, შემოდის ახალი, ინტეგრირებული სისტემა, რომელიც აქამდე მიკროავტობუსებში არ იყო.ეს ნიშნავს იმას, რომ თუ მეტროთი და ავტობუსით მგზავრობისას მგზავრს ჰქონდა საშუალება, რომ ერთი ბილეთით 90 წუთის განმავლობაში ესარგებლა უფასო გადაჯდომით, ამას ემატება მიკროავტობუსებიც, თუმცა, უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ეს ინტეგრირებული სისტემა პირველ ეტაპზე მუშაობს იმ 300 ახალ მიკროავტობუსში, რომელიც მუნიციპალიტეტმა შემოიყვანა. რა თქმა უნდა, ეს გავრცელდება იმ ახალ მიკროავტობუსებზეც, რომლებიც სექტემბერში უნდა შემოვიდეს. დაახლოებით 700 ერთეული მიკროავტობუსი დაემატება ქალაქს. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის მიხედვით, აქამდე თუ ქალაქს 1500-მდე მიკროავტობუსი ემსახურებოდა, მოემსახურება 1000 მიკროავტობუსი, მაგრამ დაემატება 8-მეტრიანი ავტობუსები იმისთვის, რომ მოვიცვათ ყველა ქუჩა და ყველა უბანი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, პირველი აპრილიდან შეღავათიანი ტარიფი გავრცელდება ახალ მიკროავტობუსებზეც.

„იმ მოქალაქეებს,  რომლებიც მეტროში და ავტობუსში შეღავათიანი ტარიფებით სარგებლობენ, ანალოგიურად,  შეღავათით სარგებლობა შეეძლებათ მიკროავტობუსებშიც“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics