|
2021-03-17 11:56:47, 402 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - დომბროვსკისის საქართველოში სტუმრობა ძლიერი მესიჯია ევროკავშირის მხრიდან, თუ რამდენად უჭერს მხარს ჩვენს ქვეყანას
საქართველოს ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისი ეწვევა, რომელიც ზაფხულში დაგეგმილი ასოცირების წევრი ქვეყნების ეკონომიკური მინისტერიალის ფარგლებში ჩამოვა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის თქმით, ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტთან დღეს გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები იქნა განხილული. „მნიშნელოვანია, რომ მან თანხმობა მოგვცა, საქართველოში გვესტუმროს ამ ზაფხულს, როცა ასოცირების წევრი ქვეყნების ეკონომიკური მინისტერიალის ჩატარება იგეგმება. ის ფაქტი, რომ ვიცე-პრეზიდენტი პირადად აპირებს ჩვენთან სტუმრობას, ძლიერი მესიჯი იქნება ევროკავშირის მხრიდან, თუ რამდენად უჭერს მხარს საქართველოს, როგორც თავის პარტნიორს, თავის დასაყრდენს", - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)