13:51 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-16 18:28:06, 560 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - თუ ვინმემ ჩაიდინა დანაშაული, სასჯელი უნდა მოიხადოს, პოლიტიკოსობა პატიმრობიდან გამოშვების მიზეზი არ არის

პოლიტიკოსობა არ არის მიზეზი იმისა, რომ ვინმე გამოვუშვათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერმა ქვეყანაში განხორციელებულ სასამართლო რეფორმაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ ამ მხრივ სიტუაცია გაუმჯობესებულია.

„სასამართლო რეფორმა ჩვენთვისაც კრიტიკული მნიშვნელობისაა. აბსოლუტური ვალდებულება გვაქვს ნაკისრი სასამართლო სისტემის რეფორმაზე. ამ კუთხით ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს მიღწეული. 2012 წელს რომ მოვედით კატასტროფული სიტუაცია იყო, არ ვაჭარბებ. ძალიან ბევრი რეფორმა განხორციელდა, იყო სამ ეტაპიანი რეფორმა სასამართლო სისტემაში. მზად ვართ, რომ ასე გავაგრძელოთ.

რაც შეეხება პოლიტპატიმრების გამოშვებას, პოლიტიკოსობა არ არის მიზეზი იმისა, რომ ვინმე გამოვუშვათ. თუ ვინმემ ჩაიდინა დანაშაული, მან უნდა მოიხადოს სასჯელი. ამიტომ, ჩემი გადასაწყვეტი არ არის როდის და როგორ გამოუშვებს ვინმეს სასამართლო. ეს არის სამართლის უზენაესობა და სასამართლოს გადაწყვეტილება, ვინმე გაუშვას პატიმრობაში თუ გამოუშვას პატიმრობიდან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
ჯანმო- ევროპაში უკიდურესი სიცხის გამო ერთ კვირაში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics