2021-03-16 14:41:22, 453 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცალკე უწყებად ჩამოყალიბებას მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცალკე უწყებად ჩამოყალიბებას მხარი დაუჭირა.
საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე, კანონოპროექტის მომხრე 79 დეპუტატი იყო, წინააღმდეგ არც ერთი წასულა.
პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ორ სამთავრობო უწყებად - განათლებისა და მეცნიერების და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროებად ყალიბდება.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან