2021-03-16 14:23:14, 418 ნახვა
სამართალი
ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილს სამართალდამცავი უწყების თანამშრომელი მართავდა. სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარის გამო, ის გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხრამში ჩავარდა.
„ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით მიმდინარეობს, რაც ჯარიმას ითვალისწინებს.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან