|
2021-03-16 12:36:49, 468 ნახვა
პოლიტიკა
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მათთვის უცნობია, ვინ იქნება იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მათთვის უცნობია, ვინ იქნება იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ მოქმედი მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის მიერ ჰააგის სასამართლოში ფიცის დადება არ ნიშნავს იმას, რომ მინისტრი უკვე სხვა ამპლუაში აგრძელებს მუშაობას. ოხანაშვილის თქმით, ვიდრე ლორთქიფანიძე სრულად შეუდგება ჰააგაში სამუშაოს, მანამდე მინისტრის პოსტზე დადჩება. „არ მიმდინარეობს ჯერ ამ საკითხზე მუშაობა და მსჯელობა გუნდში. ფიცის დადება ერთია და მეორეა ოფიციალურად როდის შეუდგება მუშაობას, მანამდე ის არის იუსტიციის მინისტრი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. საკითხს გამოეხმაურა მმართველი გუნდის დეპუტატი მიხეილ სარჯველაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მისთვის უცნობია, რომელ კანდიდატს განიხილავს „ოცნება“ მინისტრის თანამდებობაზე. „პოსტზე გვყავს ბატონი გოჩა ლორთქიფანიძე. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ამ წუთას თანამდებობის დატოვების აუცილებლობა დღის წესრიგში არ აქვს. როდესაც ეს მოცემულობაა შეიცვლება ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრის სრული დისკრეცია გახლავთ, რომ შეარჩიოს ამ თანამდებობაზე პიროვნება. კონკრეტულად ვინ განიხილება, ან განიხილება თუ არა კანდიდატად ჩემთვის ცნობილი არ არის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე 19 დეკემბერს ჰააგის სასამართლოში მოსამართლედ აირჩიეს. ლორთქიფანიძემ ფიცი რამდენი დღის წინ დადო. მას შემდეგ რაც იუსტიციის მინისტრი მოსამართლის პოსტს დაიკავეს, მინისტრი თანამდებობის დატოვება მოუწევს.
ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
ჯანმო- ევროპაში უკიდურესი სიცხის გამო ერთ კვირაში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)