2021-03-16 09:38:41, 408 ნახვა
სამართალი
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ორი არასრულწლოვნის მიმართ სასჯელის ზომას მოსამართლე დღეს გამოაცხადებს
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული ორი არასრულწლოვნის, ა.ქ.-სა და ზ.ხ.-ს მიმართ სასჯელის ზომას მოსამართლე დღეს გამოაცხადებს.
სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 15:00 საათზე დაიწყება.
ცნობისთვის, 9 მარტს, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ხუთივე პირი: არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ვახტანგ ჩიქოვანი, ზ.ხ. და ა.ქ. დამნაშავედ ცნო და სრულწლოვან ბრალდებულებს 16-16-წლიანი სასჯელი მიესაჯათ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან