11:28 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-15 11:37:20, 591 ნახვა

რეგიონი
ანსამბლ „ფესვების“ სოლისტს 70 წელი შეუსრულდა

კულტურისა და ხელოვნების ღვაწლმოსილ მუშაკს, უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლ „ფესვების“ სოლისტს ოთარ ჭაღალიძეს 70 წელი შეუსრულდა.

დამსახურებულ ხელოვანს, საიუბილეო თარიღი შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს წევრ გურამ ზოიძესთან ერთად მიულოცა. ოთარ ჭაღალიძე სოფელ ჭვანაში, კულტურული ტრადიციების მატარებელ ოჯახში დაიბადა.

1972 წლიდან აქტიურადაა ჩართული მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ საქმიანობაში. 2008 წლიდან დღემდე არის შუახევის კულტურის ცენტრის უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლ „ფესვების“ სოლისტი. მან აღადგინა და ახალ თაობებს შემოუნახა წინაპრების აჭარული ფოლკლორის შედევრები და დღესაც შემართებით უზიარებს მის მდიდარ გამოცდილებას ანსამბლის წევრებსა და მომავალ თაობას. მონაწილეობდა როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ საერთაშორისო ფესტივალებში. დაჯილდოებულია მედლებით, სიგელებით, დიპლომებითა და პრემიებით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ალბი კორძაიას პოსტის საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო
ზუგდიდში ჯიჭონაიების შვიდ სულიან ოჯახს ასახლებენ, ადგილზე ხმაურია - ვიდეო
„გააცოცხლე“ - თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ 20 000 რეისი გააუქმა ავიასაწვავის ფასების ზრდის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics