|
2021-03-14 15:30:06, 500 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - დღევანდელ შეხვედრაში პოზიტიური დინამიკა გვქონდა და ჩვენი ამოცანაა დღის ბოლომდე შეთანხმება მოხდეს
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე ევროპულ საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ დღევანდელ შეხვედრაში დადებითი დინამიკა ქონდათ და მათი ამოცანა დღეს, დღის ბოლომდე შეთანხმების მიღწევაა. მისივე თქმით, შესაძლოა მოლაპარაკებები მათ მმართველ გუნდთან ერთადაც გამართონ. „მოლაპარაკება გრძელდება და შემიძლია ვთქვა რომ დღეს მოლაპარაკებებში პოზიტიური დინამიკა ნამდვილად გვქონდა, მაგრამ ასევე მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ ჯერ შეთანხმება მიღწეუული არ არის და საერთო დოკუმენტი და ის 6 პუნქტიანი ჩარჩო შეთანხმების შესრულება არ დაწყებულა, შეხვედრა გაგრძელდება და იმედი მაქვს ყველაფერი შედეგიანად დასრულდება. პროგრესი იყო, დღევანდელი შეხვედრა იყო პოზიტიური და შეთანხმების მისაღწევად მსვლელობა გრძელდება. გამომდინარე დროითი შეზღუდვებიდან ჩვენი ამოცანაა დღეს დღის ბოლომდე მოხდეს შეთანხმება, დანარჩენი დეტალები დღის ბოლომდე აუცილებლად გეცოდინებათ. მგონია რომ შეხვედრა მმართველ გუნდთან ერთადაც გაიმართება, თუმცა ამას ვერ დავადასტურებ“, - აცხადებს დავით ბაქრაძე.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)