|
2021-03-14 14:29:46, 878 ნახვა
პოლიტიკა
ვარლამ გოლეთიანი - მოვუწოდებ პრემიერს იყოს ქართველი ხალხის ნების აღმსრულებელი და გაუშვას ეკონომიკის მინისტრი თანამდებობიდან
ქუთაისში ამ დროისთვის „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ მათი მთავარი მოთხოვნა გარდა "ნამახვანჰესის" მშენებლობის შეჩერებისა, ეკონომიკის მინისტრის,ნათია თურნავას გადადგომაა. როგორც ის აცხადებს, ადამიანს, რომელიც საკუთარი მოქალაქეების ინფორმირებით არ ინტერესდება თანამდებობაზე ყოფნის მორალური უფლება არ აქვს. „ადამიანი, რომელიც ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას და მას მხოლოდ მინისტრი ჰგონია თავისი თავი, ფიქრობს, რომ მიწის გასხვისება შესაძლებელია ისე, რომ არც იცოდნენ შენი ქვეყნის მოქალაქეებმა, ასეთ ადამიანს არ აქვს მორალური უფლება იყოს ხელისუფალი და იყოს თანამდებობაზე. სწორედ ამიტომ მოვუწოდებ პრემიერს იყოს ქართველი ხალხის ნების აღმსრულებელი და გაუშვას ქალბატონი მინისტრი თანამდებობიდან, თორემ მოგვიწევს გამოვიდეთ მოთხოვნით გადადგეს მთავრობა. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მოვლენების რადიკალიზება არ არის ჩვენი მიზანი. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მხარდამჭერი შეემატა ამ პროტესტს. ეს ხალხი აქ საკუთარი მიწის დასაცავად მოვიდა. მუხტი არ დავარდება და პირიქით შეგვიძლია ფიციც ვთქვათ : სისხლის ბოლო წვეთამდე დავიცავთ საკუთარ მიწას და საკუთარ ინტერესებს“, - აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)