2021-03-14 14:20:54, 479 ნახვა
საზოგადოება
ბესარიონ სიმონიშვილმა გურიაში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის გადაცემული სახლები მოინახულა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან ერთად, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის გადაცემული სახლები მოინახულა.
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულმა ოჯახებმა საცხოვრებლები საკუთარი სურვილის შესაბამისად შეარჩიეს. მნიშვნელოვანია, რომ სახლების უმეტესობას თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც ეკომიგრანტებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.
სააგენტო მიმდინარე წლის ბოლომდე უსაფრთხო გარემოში, კიდევ 200-ზე მეტ ეკომიგრანტ ოჯახს განასახლებს.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),