05:35 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-14 12:09:31, 510 ნახვა

კომენტარი
არჩილ თალაკვაძე - ძალიან მშვიდი და საქმიანი საუბარი იყო, იმედი მაქვს, რომ შევძლებთ შეთანხმებას

„ძალიან მშვიდი და საქმიანი საუბარი იყო, იმედი მაქვს, რომ შევძლებთ შეთანხმებას“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დღის ბოლომდე უნდა გამოიკვეთას შესაძლებლობა, რითაც პოლიტიკური შეთანხმება შედგება.

„მსურს, გითხრათ, რომ ძალიან მშვიდი და საქმიანი საუბარი იყო დღეს და ეს არის პრივილეგია, ნამდვილად საქართველოსთვის, რომ ევროკავშირის მხრიდან ასეთი მაღალი და კომპეტენტური წარმომადგენლობა არის ამ დიალოგში.

ვფიქრობ, რომ სამართლიანი პრინციპების გარშემო შეთანხმება მიღწევადია და თუ ოპოზიციაც ამ რეალური გადმოსახედიდან შეაფასებს შეთანხმების შესაძლებლობას, იმედი მაქვს, რომ შევძლებთ შეთანხმებას.

დღეს კიდევ გაიმართება შეხვედრები და დღის ბოლომდე ვფიქრობ, გამოიკვეთება შესაძლებლობა, რომ ჩვენ შევთანხმდეთ და პოლიტიკურ თანხმობას მივაღწიოთ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics