|
2021-03-13 17:16:20, 487 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - ჩემი სკეპტიციზმი განპირობებულია ბოლო მოვლენებით და არჩევნებამდე „ნაცმოძრაობის“ მიერ შექმნილი სურათით
ჩემი სკეპტიციზმი განპირობებულია ბოლო მოვლენებით და საერთოდ, არჩევნებამდე შექმნილი სურათით , რომელსაც „ნაცმოძრაობა“ ქმნიდა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლების იმედი დამყარებულია იმაზე, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მოითხოვს შეთანხმებას გარკვეულ საკითხებზე, ქვეყანაში სტაბილურობის დასამყარებლად. „ „წითელ ხაზებს“ და ზოგადად მოლაპარაკების დეტალებს, შეთანხმება იყო ასეთი, საკმაოდ მყარი, რომ ამ თემებზე არ გვექნებოდა განცხადებები საზოგადოების საყურადღებო განცხადებები. ყველამ იცის ჩვენი, ოპონენტების პოზიცია. ჩვენ იმედებს რაც შეეხება, დამყარებულია იმზე, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი მოითხოვს პოლიტიკური პარტიებისგან, რომ შეთანხმდნენ გარკვეულ საკითხებზე , რომ უზრუნველყონ ქვეყნის სტაბილურობა, რომ განვითარებას და უსაფრთხოებას არ შეექმნას პრობლემები. სკეპტიკური ვარ, ამ ჩემ სკეპტიციზმს ზოგი იზიარებს გუნდში, ზოგი არა, მაგრამ ჩემი სკეპტიციზმი განპირობებულია ბოლო მოვლენებით და საერთოდ, არჩევნებამდე შექმნილი სურათით , რომელსაც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, „ნაცმოძრაობა“ ქმნიდა საქართველოში, არჩევნები არ არის ის გზა, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ აირჩია. თუმცა ჩემი სკეპტიციზმი შეიძლება გადაწონოს არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ ჩვენი პარტნიორების საგანგებო და სისხლხორცეულმა დაინტერესებამ, რომ საქართველოში სტაბილურობა იყოს. რთული პროცესები მიდის მსოფლიოში და განსაკუთრებით რთული ვითარებაა რეგიონში, სადაც ჩვენ ვართ ღირსეული პლატფორმა ჩვენი მოკავშირე პარტნიორებისთვის“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)