|
2021-03-13 17:04:35, 627 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკის განცხადებით, გიორგი გახარიას ნიკა მელიას დაკავებაზე საკმაოდ მტკიცე და მომთხოვნი პოზიცია ჰქონდა
გიორგი გახარიას ნიკა მელიას დაკავებაზე საკმაოდ მტკიცე და მომთხოვნი პოზიცია ჰქონდა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკი, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე საუბარი, რომ 5 საათისთვის ხელისუფლებამ იცოდა პრემიერ-მინისტრის პოზიციის შეცვლა, არაპროფესიონალიზმი და გულუბრყვილობაა. „ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ 5 საათზე ვიცოდით, რომ პოზიცია შეიცვალა პრემიერ-მინისტრმა, მაშინ როდესაც სასამართლო გადაწყვეტილება არ იყო დამდგარი. ამის წინასწარ ცოდნად მონათვლა, არ არის პროფესიონალური და საერთოდ გულუბრყვილობაა, რადგან რამდენიმე ვარიანტი იყო გათვლილი და რასაკვირველია, სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ესა თუ ის მოქმედებები უნდა ეწარმოებინა აღმასრულებელ ხელისუფლებას. გამორიცხულია და ბავშვი არ დაიჯერებს იმას, რომ მერე უნდა მოემზადო, რაც დადგება შედეგი. ხელისუფლებას უნდა ემოქმედა კონკრეტული გეგმით. როდესაც საუბარი იყო, რომ მისთვის საპარლამენტო უფლებამოსილება შეენარჩუნებინათ, გახარიას რიტორიკა მახსოვს, მოსატყუებელი აქ არაფერია, საკმაოდ მყარი მტკიცე და მომთხოვნი პოზიცია ჰქონდა ამასთან დაკავშირებით. 5 საათისთვის თუ მერე, რა ლაპარაკი შედგა არ ვიცი, მაგრამ ჩამოყალიბებული, თუკი სასამართლო მიიღებდა გადაწყვეტილებას დაკავების შესახებ, აღმასრულებელ ხელისუფლებას უნდა აღესრულებინა და არ მიეცა შეჯახებების ორგანიზების საშუალება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)