2021-03-13 11:46:29, 421 ნახვა
საზოგადოება
მსჯავრდებულებისთვის მუზეუმის მორიგი ონლაინ ტური გაიმართა
პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულებისთვის მუზეუმების ონლაინ ტური გრძელდება. ამჯერად, ონლაინ ჩართვა # 5 ქალთა სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმიდან განხორციელდა.
ქალმა მსჯავრდებულებმა მუზეუმში დაცული კოლექციები დაათვალიერეს. მათ, ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ ერთ-ერთი უძველესი ქსოვილის-თექის დამუშავების შესახებ საინტერესო ინფორმაცია მოესმინათ და ონლაინ რეჟიმში ქსოვილის დამუშავების პროცესს გაცნობოდნენ.
მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი ეპიდემიის გამო, რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროექტებს მსჯავრდებულებისთვის ონლაინ რეჟიმში ახორციელებს.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),