|
2021-03-13 09:56:27, 495 ნახვა
პოლიტიკა
კრისტიან დანიელსონი ოპოზიციური პარტიების ლიდერების ნაწილს ხვდება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საქართველოს გუშინ ეწვია, ოპოზიციური პარტიების ლიდერების ნაწილს ხვდება. შეხვედრას ესწრებიან „ევროპული საქართველოს“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, ასევე „გირჩისა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერები. შეგახსენებთ, რომ გუშინ შარლ მიშელის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. ამასთანავე, მან გამართა შეხვედრა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ უმრავლესობის წარმომადგენლები, კერძოდ, ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და კახა კუჭავა. ამასთანავე, გუშინ ის შეხვდა „ნაციონალური მოძრაობისა" და გაერთიანებული ბლოკის „ძალა ერთობაშია"-ს ლიდერებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)