|
2021-03-12 17:43:56, 468 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - შეთანხმების შემთხვევაში, ოპოზიცია საპარლამენტო პროცესებში ჩართვას ვერ ასცდება
„შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ოპოზიცია საპარლამენტო პროცესებში ჩართვას ვერ ასცდება“, - დროა პარლამენტში პოლიტიკა დაბრუნდეს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც ის აღნიშნავს, აუცილებელია, რომ ოპოზიცია საპარლამენტო ცხოვრებას დაუბრუნდეს და მას შემდეგ რაც ეს მოხდება, პარლამენტში პოლიტიკა დაბრუნდება. „დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის ჯანსაღი დისკუსიით გაგრძელდეს მომავალი პოლიტიკა და მე ვფიქრობ, რომ ის პროცესი რომელიც ახლა მიმდინარეობს ამ ამოცანას ემსახურება. ჩვენი ეროვნული ინტერესები იყოს დაცული გადავდგამთ ნაბიჯებს, რომ მოხდეს შეთანხმება, მაგრამ ამას სჭირდება სამართლიან პრინციპებზე შეთანხმება. დროა პარლამენტში დაბრუნდეს პოლიტიკა და დროა, ჩვენ ერთად მოვძებნოთ და გადაწყვეტილებები საზოგადოებაში არსებული პრობლემების შესახებ. როგორც სახელისუფლებო გუნდს, ვართ მოტივირებულები, რომ დროულად დავხუროთ პოლიტიკური პრობლემა და გადავერთოთ საზოგადოებრივ საკითხებზე. ოპოზიციის მიერ წამოყენებული საკითხები თავად გულისხმობს მათ ჩართვას საპარლამენტო პროცესში. შესაბამისად, მხოლოდ ამაზე დაყრდნობით გეუბნებით, რომ თუ შეთანხმება მოხდება და დიდი იმედი მაქვს რომ მოხდება, ამ შემთხვევაში ოპოზიცია ვერ ასცდება იმას, რომ ჩაერთოს საპარლამენტო პროცესში. რეალურად შეთანხმებაც იმისთვისაა, რომ ოპოზიცია არა ქუჩაში არამედ პარლამენტში იყოს“, - განაცხადა თალაკვაძემ. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნების“ ლიდერებს შეხვდა. მანამდე დიპლომატი პრეზიდენტს, პრემიერსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)