11:10 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-12 17:27:42, 438 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნება“, როგორც კონსტრუქციული ძალა გააკეთებს ყველაფერს, რათა დიალოგი წარმატებით დასრულდეს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რათა ოპოზიციასთან დიალოგი წარმატებით დასრულდეს.

„დიდი იმედი გვაქვს, რომ დიალოგი დასრულდება წარმატებით. „ქართული ოცნება“, როგორც კონსტრუქციული ძალა და მმართველი პარტია, რომელსაც გაცნობიერებული აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა საზოგადოების, ასევე საერთაშორისო პარტნიორების წინაშე გააკეთებს ყველაფერს, რომ დიალოგი დასრულდეს წარმატებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მანვე დასძინა, რომ დიალოგის დეტალებს მოლაპარაკების დასრულებამდე არ გაასაჯაროებს.

„დიალოგის დეტალებთან დაკავშირებით ჩვენ შეთანხმება გვაქვს, ჩვენი მხრიდან ვერ გაკეთდება ვერც ერთი განცხადება, გაგრძელდება დიალოგი მომდევნო დღეების განმავლობაში, მაგრამ პროცესის დასრულების შემდეგ გავაკეთებთ კომენტარებს, მანამდე არც ერთ დეტალთან დაკავშირებით. საუბარი იყო წითელ, ყვითელ თუ ლურჯ ხაზებზე, ამაზე ვერ გავაკეთებ განცხადებას, იმიტომ რომ ეს არის დიალოგის ნაწილი“, - დასძინა ირაკლი კობახიძემ





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
ირაკლი კობახიძე ყაზახეთშია, იგი თოყაევს შეხვდება
NYT: ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის პროექტში 20%-იან წილს მიიღებენ
სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics