|
2021-03-12 16:19:31, 506 ნახვა
პოლიტიკა
სოზარ სუბარი - ოპოზიცია ცდილობს ახალი სკანდალის გამოჩეკას, რათა მოლაპარაკებებს ხელი შეუშალოს
ოპოზიცია ცდილობს ახალი სკანდალის გამოჩეკას, რათა მოლაპარაკებებს ხელი შეუშალოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა. მანვე მედიასთან ისაუბრა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე დიალოგის პროცესზე და აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს ვიზიტის შემდეგ, ოპოზიციამ დაინახა, რომ იძულებით მოუწევდათ დიალოგში ჩართვა და ამიტომ აუდიოჩანაწერების სახით ახალი სკანდალი ააგორა. „ყოველ დღე ოპოზიცია და ზოგიერთი ტელევიზია ახალ-ახალი ამბის აგორებას ცდილობენ. მკაფიოა, რომ ამის მიზანი მოლაპარაკებისთვის ხელის შეშლაა. მას შემდეგ რაც ევროპული საბჭოს ვიზიტი შედგა და მედიაციის პროცესი დაიწყო, ოპოზიციამ დაინახა, რომ იძულებულები იქნებიან ჩაერთონ იმ მოლაპარაკებაში, რომლის გაგრძელების სურვილი მათ არ ჰქონდათ და ამიტომ იწყებენ ახალი სკანდალების გამოჩეკას, აგორებას. დღევანდელმა დღემ დაგვანახა რამდენად კარგი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ მანდატები არ შევუწყვიტეთ ოპოზიციას, რადგან ამით მოლაპარაკებისა და პარლამენტში შემოსვლის შანსი დავტოვეთ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)