22:54 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-12 16:07:51, 450 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტრო „ნამახვანი ჰესთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტო „ნამახვანიჰესთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებას „ექსპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

„ქუთაისში დღეს გამართულ შეხვედრაზე „ნამახვანი ჰესთან" დაკავშირებული განცხადებების შემდეგ, ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს „ნამახვანი ჰესის" მშენებლობა შეჩერდა.

 განვმარტავთ, რომ   ეს არის გაკეთებული განცხადებების  არასწორი ინტერპრეტაცია - ჰესის მშენებლობა გრძელდება, შეჩერდება მხოლოდ კაშხლისა და წყალსაცავის სამშენებლო სამუშაოები  იმ დრომდე, ვიდრე არ მოხდება რამდენიმე ძირითადი კვლევის ხელახალი გადამოწმება და ვალიდაცია

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ,  რომ სახელმწიფოს მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნებამდე, რომლებიც გადაამოწმებენ ძირითად კვლევებს, შეჩერდება მხოლოდ კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა და არა  პროექტით დაგეგმილი სხვა სამუშაოები.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ეკონომიკის მინისტრმა  გააჟღერა რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა, კერძოდ:

შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების 5 მილიონიანი ფონდი;

„ნამახვანი ჰესის" სამშენებლო სამუშაოებს ქართველი დირექტორი უხელმძღვანელებს;

შეიქმნება „ნამახვანი ჰესის" ზედამხედველობისთვის დამოუკიდებელი საბჭო“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics