09:55 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-12 12:44:26, 710 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი აუდიოჩანაწერებზე - დაზარალებული ვართ ჩვენ, მე პირადად და ბერა ივანიშვილი

დანაშაულზე არ შეიძლება საუბარი მაშინ, როდესაც არ არსებობს დაზარალებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ, დაზარალებულები არიან თავად ირაკლი ღარიბაშვილი და 15 წლის არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი.

„მინდა გითხრათ, რომ ძალიან მარტივი გასაგებია ეს ყველასთვის, რომ დანაშაულზე არ შეიძლება იყოს საუბარი, მაშინ როდესაც არ არსებობს დაზარალებული, დაზარალებული ვართ ჩვენ, მათ შორის მე, რატომ მისმენდნენ მე როგორც კერძო პირს მაშინ, როდესაც ვიყავი საჯარო სექტორში მომუშავე, რატომ უსმენდნენ 15 წლის არასრულწლოვან ბერა ივანიშვილს, არც პოლიტიკა არსსებობდა მაშინ და არც პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“, არც ივანიშვილი იყო პოლიტიკაში ჩართული, შესაბამისად ეს ორმაგად ამძიმებს ამ ბრალდებებს და აღნიშნული ფაქტიც იმის დემონსტრირებაა, რომ ჩვენ ვიყავით ტოტალური მოსმენების მსხვერპლი, ეს არის გამოსაძიებელი რატომ იყო მოსმენა, რატომ გაასაჯაროვეს ფაბრიკაცია და დანაშაული არ მომხდარა, ვინაიდან არ არსსებობს დაზარალებული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics