|
2021-03-12 12:29:56, 519 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი აუდიოჩანაწერებზე - ეს არის სიყალბე და ფაბრიკაცია, აღნიშნული პროვოკაცია მიხეილ სააკაშვილის მცდელობაა
ეს არის უბინძურესი პროვოკაცია და სიყალბე, ფაბრიკაცია, რომელიც დასაგმობია, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრიდან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ფარულ აუდიოჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ეს არის პროვოკაცია, რომელიც მომდინარეობს საქართველოს ექს-პრეზიდენტისგან, მიხეილ სააკაშვილისგან. „რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, თუ რას ემსახურებოდა აღნიშნული პროვოკაცია, ჩვენ ძლიან კარგად გვესმის თუ საიდან და ვისგან მომდინარეობს აღნიშნული პროვოკაცია. ეს რა თქმა უნდა არის მიხეილ სააკაშვილის მცდელობა, იმ ფონზე, როცა გამოიკვეთა რეალური კონტურები პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის, სწორედ მაშინ იქნა გამოყეებული ეს უბიძურესი პროვოკაცია და სიყალბე, ფაბრიკაცია, რა თქმა უნდა, ეს არის ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელი, დასაგმობია როგორც ხელისუფლების, ასვევე ოპოზიციის მხირდან. იმედი მაქვს ოპოზიციის ჯანსაღი ნაწილი გაემიჯნება აღნიშნულ პროვოკაციას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)