06:50 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-12 10:31:51, 374 ნახვა

საზოგადოება
ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარჯვენა მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია შპს„საქართველოს მელიორაციის“ გენერალურ დირექტორთან, დავით წითლიძესთან, კახეთის ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან და მსოფლიო ბანკის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ მენეჯერთანერთად,ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარჯვენა მაგისტრალური არხის შიდა სამეურნეო ქსელის სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.

„გამართული სარწყავი ინფრასტრუქტურა არის მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო წარმოების შემდგომი ზრდა. სწორედ ამიტომ ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მნიშვნელოვანი თანხები მიემართება საირიგაციო სისტემების რეაბილიტაციისთვის.  ამავდროულად ვთანამშრომლობთ დონორ ორგანიზაციებთან დამატებითი თანხების მოსაზიდად. სწორედ მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება საგარჯოს მუნიციპალიტეტში მასშტაბური პროექტი, რომლის შედეგადაც რამდენიმე სოფლის მოსახლეობას ექნება სრულად მოწესრიგებული სარწყავი ინფრასტრუქტურა, რისი საშუალებითაც ისინი შეძლებენ მოიყვანონ მაღალშემოსავლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურები და მიიღონ მეტი სარგებელი“,- აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს  26 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოები, რომელიც მარჯვენა მაგისტრალური არხის  მეორე რიგის  წყალგამანაწილებლების   რეაბილიტაციას,  დახურული, 128 კმ სიგრძის მილსადენის მოწყობასა  და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობების მონტაჟს ითვალისწინებს.პროექტისგანხორციელების შედეგად ქალაქ საგარეჯოს, სოფელ ნინოწმინდის, გიორგიწმინდისა და წყაროსთავის 5000 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.

საირიგაციო სისტემის შიდა ქსელის მოწესრიგების სამუშაოები 2020 წლის შემოდგომაზე დაიწყო და  2021 წლის ბოლოს  დასრულდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics