09:55 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-11 13:16:47, 473 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციას სჭირდება, გაცილებით მეტად იყოს მოტივირებული, რათა მოლაპარაკების ფაზა შედეგიანი აღმოჩნდეს

ოპოზიციას სჭირდება, გაცილებით მეტად იყოს მოტივირებული, რათა მოლაპარაკების ფაზა შედეგიანი აღმოჩნდეს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკური მხარეები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელს ქვეყანაში ვიზიტისას საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით საკუთარ ხედვას გააცნობენ.

„მოლაპარაკებები იმის მოლაპარაკებებია, რომ სწორედ ამ დროს უნდა გამოჩნდეს შესაძლებლობები. გარდა იმისა, რომ მხარეები მედიატორს საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით საკუთარ ხედვას გააცნობენ, მნიშვნელოვანია, შეეცადონ ის თემები და სფეროები  იპოვონ, სადაც მხარეებს საერთო ხედვა ექნებათ. ალბათ, წინასწარ პროგნოზების გაკეთება, რა იქნება შეთანხმების საგანი ძალზედ ძნელია და არასასურველი მოლაპარაკებებისთვის. წინასწარ პროგნოზების გაკეთება მიზანშეწონილი არ არის.

ოპოზიციას სჭირდება, რომ გაცილებით მეტად იყოს გულწრფელად მოტივირებული, რომ მოლაპარაკების ის ფაზა შედეგიანი აღმოჩნდეს, რომელშიც ამჟამად ვიმყოფებით“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics