|
2021-03-11 13:04:24, 485 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - ევროპელი მედიატორი კონკრეტული მონახაზებით ჩამოვა, რომელიც მხარეებს შორის მსჯელობის საგანი გახდება
მედიატორი რაღაც მონახაზით ჩამოდის, რაც მხარეებს შორის მსჯელობის საგანი გახდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თუ მედიატორის მხრიდან „ქართული ოცნების“ პოზიციები არ გადაიხედება, შეთანხმების მიღწევა ძალიან რთული იქნება. „მედიაციის პროცესი ერთ საათში ვერ დასრულდება. მედიატორი, ჩემი ინფორმაციით, რაღაც მონახაზით ჩამოდის, რაც მხარეებს შორის მსჯელობის საგანი გახდება. თუმცა, მას არ შეუძლია მხარეებს შორის გამოვლენილი პოლიტიკური ნების გარეშე რაიმე წარმატებას მიაღწიოს. ამიტომ, თუ არ გადაიხედება „ქართული ოცნების“ პოზიციები, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან გვინდა ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს, ამ შეთანხმების მიღწევა ძალიან რთული იქნება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)