06:50 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-11 12:30:19, 390 ნახვა

საზოგადოება
გიორგი ხანიშვილი პარლამენტის აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი პარლამენტის აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომას დაესწრო.

სხდომაზე, სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების წარმომადგენლებმა  საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის საქმიანობის შედეგები წარადგინეს  და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესი,რაც სურსათის უვნებლობის,  ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას გულისხმობს, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

„სამინისტროს, ევროინტეგრაციის, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის, მცენარეთა დაცვის  და ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით ხელშესახები შედეგები აქვს. ამავდროულად, მიმდინარეობს მუშაობა იმ გამოწვევებზე, რომლებიც დღის წესრიგში დგას. თანამედროვე სტანდარტების, ტექნოლოგიების დანერგვა და ის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები, რომლებსაც სამინისტრო ახორციელებს ქართული პროდუქციის ხარისხის, კონკურენტუნარიანობის  და საექსპორტო პოტენციალის ზრდის წინაპირობაა“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics